შოთა დიღმელაშვილი: ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი (ვიდეო)

“მინდა, ვთქვა, რომ ჰიბრიდული ომი, რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ არის გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მაგალითები, იქნება ეს გავრილოვის ჩამოყვანა თუ პოზნერის ჩამოყვანა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, შოთა დიღმელაშვილი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ჩვენ ახლა ავტორიტარიზმში ვართ.

“ეს არის ავტორიტარიზმი, რაშიც ჩვენ ვიმყოფებით. ავტორიტარიზმს სჭირდება შეკავება. ამას კი სჭირდება თვითორგანიზება.

ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, მაგრამ ამას შეიძლება, დასჭირდეს მაიდანი. იმისთვის, რომ არ დასჭირდეს მაიდანი, ჩვენ უნდა შევძლოთ თვითორგანიზება და მშვიდობიანი გზით ამ ხალხის გაშვება სახლში”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები