ბელგიაში გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, – წერს Le Soir.
აღინიშნება, რომ ვალონიის რეგიონში 41 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე, ონკანის წყალი გამოსაყენებლად უვარგისი გახდა რამდენიმე მუნიციპალიტეტში.
ლიეჟში ხელისუფლებამ შექმნა კრიზისზე რეაგირების ცენტრი, სადაც უკვე 250-მდე ევაკუირებული ოჯახია განთავსებული.
ქვეყნის სამხრეთით მატარებლების მოძრაობა კვლავ პარალიზებულია.
ხელისუფლება აცხადებს, რომ მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა, ჯერჯერობით, შეუძლებელია, რადგან ცალკეულ რაიონებში მოხვედრა ჯერ ისევ შეუძლებელია.
ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ დღეს რეგიონში ვითარება შესაძლოა, გაუარესდეს, რადგან წყალი პიკურ მაჩვენებელს მიაღწევს.
რაც შეეხება მეზობელ გერმანიას, აქ სტიქიას უკვე 103 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლი შესაძლოა, გაიზარდოს.