ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდეა გაზრდილი

ბელგიაში გადაუღებელი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდეა გაზრდილი.

LeSoir- ის ინფორმაციით, კიდევ ოთხი პირი დაკარგულია, მათ შორის 15 წლის მოზარდი გოგოა, რომელიც ლუქსემბურგის პროვინციაში დინებამ წაიღო.

უამინდობამ ყველაზე მეტად დააზარალა ლიეჟის, ნამურის, ვალონური ბრაბანტის პროვინციები.

ასევე, სერიოზულად დაზარალდნენ ლუქსემბურგის, ანტვერპენისა და ფლამანდური ბრაბანტის პროვინციები.

სტიქიური უბედურების შედეგად, განადგურებულია ასობით კერძო სახლი, რამდენიმე ხიდი, დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსები და გზები.

ზოგიერთი რაიონის ხელისუფლებამ მოუწოდა მოსახლეობას, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები.

ვალონიაში სარკინიგზო კავშირია შეჩერებული. უამინდობამ შეაფერხა ელექტროენერგიის, გაზისა და სატელეფონო ქსელების ფუნქციონირება, შეჩერებულია ფოსტის მიწოდება.

უამინდობასთან ბრძოლაში ჩართულნი არიან სამხედროები, რომლებიც მოსახლეობის ევაკუაციით არიან დაკავებულნი.

ქვეყნის შს მინისტრმა, ანელის ვერლინდემა სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმი აამუშავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები