არჩილ თალაკვაძე: ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა

“ეს ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი”, – ასე შეაფასა ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენები.

მისივე თქმით, ოპოზიციაში არ შეუძლიათ არგუმენტებით კამათი, ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა

„ესენი არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისისტემური პარტიები და მათი დაორგანიზებულია ეს ყველაფერი. ამ ადამიანებს არ შეუძლიათ არგუმენტებით კამათი, ვერ იგებენ არჩევნებს და აქვთ ერთადერთი დღის წესრიგი, დესტაბილიზაცია და არეულობა. გახსოვთ, წინა პარლამენტში როგორ იქცეოდნენ, როგორ ცდილობდნენ პარლამენტის ბლოკირებას და დღესაც აგრძელებენ იმავეს. ეს ოპოზიცია არის სასოწარკვეთილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები