შალვა პაპუაშვილი: შს მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა

“დაკავებული არის 20-მდე ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ეს პროცესი იყო პირველი ივლისიდან დაწყებული 6 ივლისს დამთავრებული. ჩვენ ვნახეთ, რომ დაანონსებული იყო აქციები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არ ყოფილიყო ინციდენტი. პირველში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, სამშიც და ექვსშიც.

 

5 ივლისს აქცია დაანონსებული იყო საღამოს 5 საათზე. ეს ძალადობა რაც მოხდა ჟურნალისტებზე მოხდა 6 საათით ადრე, ვიდრე ეს იყო დაანონსებული.

შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა. იყო 20 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ამის მართვა რთულია“, – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები