ამირან გამყრელიძე: ჯერჯერობით, ვაქცინაციაში ბავშვების ჩართვა არ იგეგმება

“ჯერჯერობით, ვაქცინაციაში ბავშვების ჩართვა არ იგეგმება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია.

„ბავშვების ვაქცინაციაში ჩართვა, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ჯერჯერობით, არცერთ ქვეყანას ბავშვების ვაქცინაცია არ დაუწყია. ერთადერთი, ჩინელებს აქვთ „სინოვაკზე“ დიდი, მესამე ფაზის კვლევა, სადაც 3 წლის ზემოთ ბავშვები აცრეს, კარგი შედეგით. ჯერ საუბარია მოზარდებზე, 12-დან 15 წლის ასაკში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები