შავი ზღვის დაბინძურების შესახებ საქართველოს ეროვნული დოკუმენტის სამუშაო ვერსიის განსახილველად საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2 ივლისს, “შავი ზღვის გალურჯების” (BBSEA) პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის სანაპიროს ოთხი ქვეყნის (მათ შორის მოლდოვას რესპუბლიკის) გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის გაიმართა კონსულტაციების მეორე სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილ იქნა შავი ზღვის დაბიძნურების შესახებ საქართველოს ეროვნული დოკუმენტის წინასწარი შედეგები და შეგროვდა მნიშვნელოვანი მოსაზრებები იმ საქმიანობის შეჯამებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკის ანალიტიკური ჯგუფი ახორციელებს.
ქალბატონი დარეჯან კაპანაძის (მსოფლიო ბანკის გარემოს დაცვის უფროსი სპეციალისტი) და ბატონი ნიკოლა ბერტოლინის (ამბიენტე სპა, პროექტის დირექტორი) ოფიციალური წარდგენის შემდეგ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს წარედგინათ დაბინძურების ეროვნული დოკუმენტის წინასწარი შედეგები, რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 1. დაბინძურების წყაროები, დაბინძურების მდგომარეობა და ზეწოლა – ქ-ნ ნიტა ტყავაძე და ქ-ნ ანა მაჭავარიანი – დაბინძურების დიაგნოსტიკური ჯგუფი 2. ინსტიტუციური პოლიტიკა და სამართლებრივი ანალიზი – ქ-ნ ეკატერინე ოთარაშვილი – იურიდიული გუნდი 3. მეთოდოლოგიური მიდგომა Business-as-Usual scenario – ქ-ნ დიანა კოკარტა, გარემოსდაცვითი ინჟინერიის ასოცირებული პროფესორი, ბუქარესტის უნივერსიტეტი – დაბინძურების დიაგნოსტიკური ჯგუფი შავი ზღვის დაბინძურების რეგიონული დიაგნოსტიკის ანგარიში, რომელიც მოიცავს საბოლოო შედეგებს, ნოემბერში დასრულდება.
გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან საკონსულტაციო შეხვედრები უახლოეს მომავალში ჩატარდება უკრაინასა და თურქეთში. მოლდოვას რესპუბლიკის სამუშაო შეხვედრა გაიმართა 24 ივნისს.ღია საკონსულტაციო შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთანღია ონლაინ კონსულტაცია (გამოკითხვა) გაიმართება ივლისში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღები პირები, არასამთვრობო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, გარემოსდაცვითი ექსპერტები, აკადემიური წრეები და იურიდიული ექსპერტები.
ღია საკონსულტაციო შეხვედრის მიზანია დამატებითი უკუკავშირის და ინფორმაციის მიღება შავი ზღვის სანაპირო ქვეყნების და მოლდოვას რესპუბლიკის დაინტერესებული მხარეებისგან დაბინძურების ამჟამინდელი მდგომარეობის, ეროვნული პოლიტიკის, დაბინძურების პრევენციისთვის საჭირო ზომებისა და დაბინძურების ცხელი წერტილების თაობაზე, რათა შეიქმნას უფრო ფართო წარმოდგენა ადგილობრივ საჭიროებებსა და პრიორიტეტებზე.