მედიაზე თავდასხმისთვის ბრალდებული: ოჯახი მყავს, პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრებიან შვილები

“რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები”, – ამის შესახებ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულმა, ზაზა მჭედლიძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ის მოძალადე არ არის.

„რაც ჩავიდინე, გულწრფელად ვინანიებ. პუტინის მონას რომ გიწოდებენ, გაღიზიანდები, დროშის ტარი მოვიქნიე და კამერას მოხვდა, სოციალურად დაუცველი, 2 შვილის მამა ვარ, ტაძარში ვმსახურობ. ალბათ, ჩემი საახლობლოც იტყვის, რომ მოძალადე არ ვარ, რაც ჩავიდინე, იმასაც ვნანობ, მიმალვას არ ვაპირებ. ოჯახი მყავს, პატივცემულო მოსამართლე, დამეჩაგრებიან შვილები“, – განაცხადა მჭედლიძემ.

მას ადვოკატი არ ჰყავს და, როგორც აღნიშნა, ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები