ანდრია ჯაღმაიძე: მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს
“მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს.
“მოხდა ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ, ძალიან სამწუხარო ფაქტია. ეკლესია ამას ვერავითარ გამართლებას ვერ მოუნახავს”, – წერს ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, “თბილისი პრაიდის” კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს თავს დაესხნენ.