ქვეყანაში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება – თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება და მათი უწყვეტი ნაკადი შემოვა.
“ვაქცინების ნაკადი საქართველოში უწყვეტად შემოვა. შესაბამისად, აწი ვაქცინების დეფიციტი აღარ იქნება. ამით, საყოველთაო ვაქცინაციის შესაძლებლობა გაჩნდა, რომელსაც გარდა ვაქცინების საკმარისი რაოდენოებისა, ქსელის მზადყოფნა სჭირდება, რომლის მომზადებულია,”- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.
დღეს, 12:00 საათიდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იწყება.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში Sinopharm-ის ვაქცინით დაიწყება, რასაც რამდენიმე დღეში Sinovac-ით ვაქცინაცია დაემატება.
შეგახსენებთ, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინების მილიონი დოზა უკვე საქართველოშია და 5 ივლისიდან მასობრივი ვაქცინაცია იწყება.