“სამწუხაროდ, ჩვენი მისწრაფება ევროკავშირთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შერჩევითი უნდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
“ის სტანდარტები, რაც ევროკავშირში აუცილებელია და მისაღებია, მაგალითად, გამჭვირვალობა, კანონის პატივისცემა, არჩევნების შედეგების ობიექტური შეფასება და პატივისცემა, იგივე სიძულვილის ენის მიუღებლობა, გამჭვირვალობა, ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რომ საქართველოსთვის მთლად ასე არ უნდა ითარგმნოს, როგორც ეს ევროპაში მუშაობს. იმიტომ, თუ არსებობს აქ რაიმე ან ვინმეს კონკრეტული პოლიტიკური მიზანი და ამ პოლიტიკური მიზნის განხორციელებისთვის დასჭირდათ სიძულვილის ენის დაფინანსება და კულტივირება, ამაზე ჩვენ მორჩილად უნდა დავეთანხმოთ. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ის, რასაც ევროკავშირისა და ევროპის სახელით აკეთებენ გარკვეული პოლიტიკური წრეები, სინამდვილეში, არა ევროპული ფასეულობების, არამედ პოლიტიკური მიზნების მიღწევის ამოცანას ემსახურება“, – ამბობს ქადაგიშვილი.