სამინისტრო, ლიტერატურული პრემია „საბა”-ს გაცემასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება ტელეკომპანია „ტვ პირველის” ერთ-ერთ გადაცემაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ მწერალთა სახლის ხელმძღვანელის ნატა ლომოურის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლიტერატურული პრემია „საბა”-ს გაცემა „მიდის ხუთი ადამიანის სუბიექტურ გემოვნებამდე”.

სამინისტრო აცხადებს, რომ მოცემული შეფასება მისი ავტორის პირადი მოსაზრებაა და არ გამოხატავს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები