კახა კუჭავა: ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალება ქართული კულტურისთვის ძალიან დიდი დანაკარგია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა ცნობილი ქართველი მხატვრის, ზურაბ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი ზურაბ ნიჟარაძე – გამორჩეული ხელოვანი, არა მხოლოდ თავის თაობას შორის. მისი ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოს მუზეუმებში, ასევე, ბევრი სხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში.
მისი გარდაცვალება ქართული კულტურისთვის ძალიან დიდი დანაკარგია. პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მთლიანად, ჩვენს ქვეყანას”,- განაცხადა კახა კუჭავამ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები