დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე 164-ე საბავშვო ბაგა-ბაღი დაათვალიერა.
მერის განმარტებით, ამ ბაღში დაკმაყოფილებულია ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები. ბაღი 8-ჯგუფიანია და 250-მდე აღსაზრდელს ემსახურება. დასაქმებულია 60 ადამიანი. შენობა სრულადაა ადაპტირებული შშმ პირებზე, დამონტაჟებულია ლიფტი. შენობა აღჭურვილია სახანძრო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, სამეთვალყურეო კამერებთა და უსაფრთხოების ბადეებით. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო, თანამედროვე სათამაშო მოედნები და სივრცე სპორტული აქტივობისათვის.