ფილიპინებში, სებუს პროვინციას ტაიფუნი „კალმაეგი“, ძლიერი ქარითა და წყალდიდობით დაატყდა თავს.
სტიქიას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა. კოკისპირულმა წვიმებმა, ძლიერმა ქარმა და შტორმმა ათიათასობით ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, რამდენიმე სოფელი დაზიანდა, სახლები და ინფრასტრუქტურა განადგურდა, ხოლო ზოგი გზა წყალდიდობისა და მიწის ჩამოშლის გამო გადაკეტილია.
ფილიპინების ეროვნული მეტეოროლოგიურმა სამსახურმა (PAGASA) რეგიონში წითელი დონე გამოაცხადა, რაც ყველაზე მაღალ საფრთხეს ნიშნავს. მათი ინფორმაციით, ტაიფუნი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ხელისუფლება დაზარალებული ტერიტორიებისთვის დახმარებას უკვე ამზადებს.