ანა ნაცვლიშვილი: ერთადერთი, რაც თამარ ჟვანიას შეუძლია, გააკეთოს, ეს არის მისი გადადგომა

ოპოზიციონერი დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.

„როცა ამ თანამდებობაზე თამარ ჟვანია ინიშნებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სიტყვების თქმა მომიწევდა, მაგრამ თამარ ჟვანიას საჯაროდ ერთადერთ რამეს ვეტყოდი – მას ერთადერთი, რაც შეუძლია, გააკეთოს უკეთესი საარჩევნო გარემოსა და სახელმწიფოსთვის, ეს არის მისი გადადგომა”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია უპასუხებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები