17 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, 221 156 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 17 ივნისის მონაცემებით, ჯამურად, კორონავირუსის საწინააღმდეგო 221 156 აცრა ჩატარდა.
მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებულია 74 495 ადამიანი.
“აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.