სალომე ზურაბიშვილი: ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას
“ბატონო ირაკლი, გილოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და საქართველოს ხელშეწყობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.
როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა.
“საქართველო მედიატორის ისტორიულ როლს დაუბრუნდა, აშშ და ევროკავშირი კავკასიაში დაბრუნდნენ. ნდობის შენება მდგრადი მშვიდობისკენ მიმავალი გზაა”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.