გურამ მაჭარაშვილი: საზოგადოების ფული არ უნდა დაიხარჯოს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რომელიც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს არ გამოიყენებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საზოგადოების ფული არ უნდა დაიხარჯოს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რომელიც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს არ გამოიყენებს.
„საზოგადოების ფული არ უნდა დაიხარჯოს იმ პოლიტიკურ ორგანიზაციაზე, რომელიც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს არ გამოიყენებს. პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ჯერ კიდევ აქვს გადაწყვეტილი, რომ ასეთი ტიპის საბოტაჟს მიჰყოს ხელი – გადაიფიქრონ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს.