ხათუნა ზახაშვილი: ნიღბის გამოყენების სიხშირე შემცირდა, ეს ხელს შეუწყობს დაავადების გავრცელებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანლის, ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, კორონავირუსის მეოთხე ტალღის დადგომა პროფილაქტიკური ღონისძიებების აქტიურად გამოყენებაზეა დამოკიდებული.

მისივე თქმით, ნიღბის გამოყენების სიხშირე შემცირდა, ეს კი დაავადების გავრცელებას ხელს შეუწყობს.

“ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ მოცირკულირე ვარიანტების არსებობაზე ქვეყანაში, ასევე, ძალიან ბევრად არის დამოკიდებული პროფილაქტიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც დავახვედრებთ ამ მოცირკულირე ვარიანტებს და ჩვენ რაც შეგვიძლია დავახვედროთ მოცირკულირე ვარიანტებს, ეს არის პირველ რიგში მასიური ვაქცინაცია და ყველა შემაკავებელი ღონისძიებების დაცვა, როგორიც არის ნიღაბი, დისტანცია და ჰიგიენა.

სამწუხაროდ, სიტუაცია არაპირდაპირი პრევენციული საშუალებების გამოყენებისა და დაცვის რამდენადმე შესუსტებულია. ანუ ნიღბის გამოყენების სიხშირე შემცირდა ქვეყანაში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს დაავადების შემდგომ გავრცელებას”, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები