ირაკლი ღარიბაშვილის თქმით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტები თავიანთ სფეროსა და სპეციალობაში წარმატებულები გახდნენ (ვიდეო)

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სტუდენტები თავიანთ სფეროსა და სპეციალობაში წარმატებულები გახდნენ, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველკურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს წარმატების ბევრი მაგალითია.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ არაჩვეულებრივ გარემოში სწავლას. ეს ნამდვილად არის კარგი შესაძლებლობა, კარგი სასტარტო პირობები. როდესაც მე ვსწავლობდი საფრანგეთში, იქ არაერთი კარგი კამპუსი მაქვს ნანახი და გეტყვით სრული პასუხისმგებლობით, რომ აქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე რაც მინახავს ევროპაში. რაც დღეს ჩვენს ქვეყანას აკლია, ეს არის წარმატების ბევრი მაგალითი. ხალხს სჭირდება, დაიჯეროს გაკეთებული, მიღწეული საქმით და დაიჯერებს იმ შემთხვევაში, თუ ვაჩვენებთ წარმატების ბევრ მაგალითს. წარმატების მაგალითები ხართ თქვენ, თქვენ უნდა შექმნათ წარმატების მაგალითები“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები