სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი – ლევან კარანაძე, თანამშრომლებთან ერთად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.
“COVID 19-ით გამოწვეული სირთულეების დაძლევისთვის, საჰაერო ტრანსპორტით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებისა და ავიამიმოსვლის აღდგენის კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება საავიაციო სექტორის წარმომადგენლების დროულ და აქტიურ ვაქცინაციას.
საკოორდინაციო საბჭოს გადაყვეტილებით, ავიაციის სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭათ. აღნიშნული ხელს შეუწყობს დარგში მოქმედი უწყებებისა და საწარმოების ბიზნეს უწყვეტობას, მათი ტექნიკური და საოპერაციო პერსონალის შეუფერხებელ საქმიანობას. მოვუწოდებ ჩვენი სფეროს წარმომადგენლებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ”, – განაცხადა ლევან კარანაძემ.