დათო კოდუა: ზუგდიდიდან, მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მასპინძელი და მცველია, სრულიად საქართველოს გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს

„ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატი დათო კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან, პარლამენტის წევრ გრეტა წიწავასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარიამობის სადღესასწაულო წირვას კორცხელის ღვთისმშობლის სახელობის მე-17 საუკუნის ტაძარში დაესწრო.

„ზუგდიდიდან, მუნიციპალიტეტიდან, რომელიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართის მასპინძელი და მცველია, სრულიად საქართველოს გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთისმშობელმა დაიფაროს ზუგდიდი და სრულიად საქართველო.

მიგახვამანთ მარაშნას! რელიგიურთან ერთად მარაშნა არის ზაფხულის და შემოდგომის შეხვედრის ერთგვარი დღესასწაულიც. სამეგრელოში ყველა ოჯახი განსაკუთრებული ტრადიციით აღვნიშნავთ ამ დღეს” – აღნიშნა დათო კოდუამ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მრევლს მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები