დავით მათიკაშვილი: თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა კომისიას, რომელმაც გამოავლინა ის დანაშაულები, რაც „ნაცმოძრაობამ“ წლების განმავლობაში ჩაიდინა, სწორედ ამიტომ გახდა ამ უხამსობით გაჯერებული დეზინფორმაციის სამიზნე

თეა მუდამ იცავდა საქართველოს, ხალხის ინტერესებს და ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში ის გახდა სამიზნე ამ უხამსობით გაჯერებული დეზინფორმაციისა, – ამის შესახებ, საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, თეა წულუკიანმა საზოგადოებისთვის ხელის გულზე დადო ის დანაშაულები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” წლების განმავლობაში ჩაიდინა.

„ქალბატონ თეას ამით არაფერი დააკლდება. საზოგადოებამ ძალიან კარგად ვიცით, რატომ ხდება ამ „ნაცხროვიდან” ეს მიმართულება ქალბატონ თეასთან. იმიტომ, რომ თეა არის ის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა დროებით საგამოძიებო კომისიას. რომელმაც გამოავლინა და საზოგადოებისთვის ხელის გულზე დადო ის დანაშაულები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წლების განმავლობაში ჩაიდინა. თეა მუდამ იცავდა საქართველოს, ქართველი ხალხის ინტერესებს და ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში ის გახდა სამიზნე ამ უხამსობით გაჯერებული დეზინფორმაციისა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თეა წულუკიანი აბსოლუტურად ყველას სამართლებრივად და სამართლიანად მოსთხოვს პასუხს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები