ნინოწმინდის პანსიონში დღეს UNICEF-ისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები შევლენ

ნინოწმინდის პანსიონში შესვლას დღეს UNICEF-ისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები აპირებენ. მუშაობას ადგილზე განაგრძობს ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია “ვორლდ ვიჟენიც“.

არსებული ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები პანსიონატიდან არასრულწლოვნების გამოყვანის პროცესი და ბავშვთა სახლის მცირე ზომის დაწესებულებად გადაკეთება იქნება.

პარალელურად, მიმდინარეობს ინდივიდური შეხვედრები აღსაზრდელებთან. ამ ეტაპზე, პანსიონში 29 ბავშვი რჩება. თითქმის ამდენივემ შენობა უკვე დატოვა.

“ვაკვირდები სიტუაციას, ვაკვირდები, სოცმუშაკები როგორ მუშაობენ, რომ მათ ხელი არ შეეშალოთ და ჰქონდეთ შესაბამისი გარემო, რაც აქვთ ამ ეტაპზე და ამჟამად წერენ დასკვნას თითოეულ ბავშვზე. ინდივიდურად არის შეხვედრები მოზარდებთან,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ვორლდ ვიჟენ საქართველოს” წარმომადგენელი, მაია მგელიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები