არჩილ თალაკვაძე – “ნაცმოძრაობაზე”: მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, მანამდე რადიკალურ პოლიტიკურ პარტიად რჩებიან

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 7-თვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის შესვლას.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს, მანამდე კი რადიკალურ პოლიტიკურ პარტიად რჩებიან.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 7-თვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევნის უგულვებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს ისინი უკვე შემდეგი თვეების განმავლობაში პარლამენტში მიიღებენ. მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. სანამ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, სანამ ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები