პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ წევრები მივიდნენ – ,,დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას”
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მივიდნენ.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში მისულმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პარტია საპარლამენტო საქმიანობას დაიწყებს.
„წყნარად, მშვიდად ავალთ ფრაქციის ოთახში, შემდეგ შევალთ დარბაზში. ჩვენ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით არ მივდივართ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგია, ჩვენ ვართ ძალიან დიდი ოპოზიციური ძალა. დავიწყებთ საპარლამენტო საქმიანობას. ამნისტიის კანონპროექტის გადადება გულისხმობს იმას, რომ მათ შეეშინდათ სხდომათა დარბაზში ჩვენი შესვლის. საპარლამენტო მანდატებს 32 ადამიანი ავამოქმედებთ, რათა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ თვითმმართველობის არჩევნების დროს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩამოცილდეს ხელისუფლებას”, – განაცხადა დეკანოიძემ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო, თუმცა, შარლ მიშელის დოკუმენტს ამ დრომდე ხელს არ აწერს.