თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტროც და ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ იმ ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებიან, ბოლომდე მოგვარდეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროც და ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებენ იმისთვის, რომ იმ ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად ნინოწმინდის პანსიონში იმყოფებიან, ფსიქოლოგებისა და სხვა უწყებების დახმარებით ბოლომდე მოგვარდეს.

„მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბავშვებთან იმისთვის, რომ შეფასდეს მათი საჭიროებები და გადაწყვეტილება იქნას მიღებული მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის პირობებში. ამ საქმით დაკავებულია ზრუნვისა და ტრეფიკინგის სააგენტო. გადაწყვეტილება მიღებული იყო ბავშვების საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, 6 ბავშვის გადმოყვანის შესახებ და მიმდინარეობს მუშაობა სხვა ბავშვებთან იმისთვის, რომ შეფასდეს მათი საჭიროებები და გადაწყვეტილება იქნას მიღებული მათი საუკეთესო ინტერესების დაცვის პირობებში. მსგავსი სირთულეები რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებოა და როგორც პრევენციულად და ამ კონკრეტულ შემთხვევაში რეაგირების კუთხით ჯანდაცვის სამინისტროც და ზრუნვის სააგენტოც მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი რამ არც განმეორდეს და იმ ბავშვების ინტერესები, რომლებიც ამჟამად იქ იმყოფებიან ფსიქოლოგებისა და სხვა უწყებების დახმარებით მოგვარდეს ბოლომდე“, – განაცხადა გაბუნიამ.

შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები