აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OEA/OAS) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OEA/OAS) შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ორგანიზაციის ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა, ალბერტ რამდინმა შეხვედრის მონაწილეებს 2025-2030 წლების სტრატეგიული პრიორიტეტები გააცნო, მათ შორის, მრავალგანზომილებიანი უსაფრთხოების, ინტეგრირებული განვითარების, დემოკრატიის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა საკითხები.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ამერიკის სახელმწიფოებთან თანამშრომლობა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. თამარ ტალიაშვილმა, აღნიშნული მიმართულებით ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების თვალსაზრისით, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის (OEA/OAS) როლსა და მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მან მიულოცა ალბერტ რამდინს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ თამარ ტალიაშვილმა გენერალურ მდივანს ორგანიზაციაში მუდმივი დამკვირვებლის სტატუსის აკრედიტაციის ნოტა წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები