კელი დეგნანი: სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას
“სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას”, – ამის შესახებ კონგრესმენის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, სენატორები დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის.
„კოვიდის“ გამო მცირეხნიანი პაუზა გვქონდა ვიზიტებში, მაგრამ სენატორებმა გამოთქვეს ჩამოსვლის სურვილი, რომ გაეცნონ, როგორ ვითარდება საქართველოში მოვლენები. ძალიან ბევრი საკითხი იქნება განსახილველი. ეს არის ორპარტიული მხარდაჭერა, რასაც აჩვენებს სენატორი შაჰინი და სენატორი პორტმანის ვიზიტი. სენატორები ჩამოდიან იმის საჩვენებლად, რომ ამერიკა აგრძელებს საქართველოსა და ჩვენი პარტნიორობის მხარდაჭერას.
საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი იქნება და ვფიქრობ, ისინი დაინტერესებულნი არიან, რას აკეთებს საქართველო დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, რომლისკენ სწრაფვაც რჩება ისე ძლიერი, როგორც არასდროს“, – განაცხადა დეგნანმა.
სენატორები საქართველოს დღეს ეწვევიან.