მამუკა მდინარაძე: რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით

“რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით”, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერმა,
მამუკა მდინარაძემ თბილისის მერიის მიერ განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

„რომ არა ის სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც კახი კალაძის მერობის შემდეგ დაიწყო, სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოვჩნდებოდით. შეიძლება, სატრანსპორტო კოლაფსის წინაშეც აღმოვჩენილიყავით. აღნიშნული სატრანსპორტო პოლიტიკის ამგვარად გაგრძელება უზრუნველყოფს იმას, რომ დედაქალაქში ეს პრობლემა, საბოლოოდ, მოგვარდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები