ოთარ ჩოკოშვილი: რაც უფრო მეტად არის ვირუსი გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ახალი შტამები წარმოიშვას

ეპიდემიოლოგ ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად არის ვირუსი გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ახალი შტამები წარმოიშვას.

მისივე თქმით, ახალი შტამები შესაძლოა უფრო ნაკლებად საშიში იყოს, ვიდრე – მიმდინარე შტამი.

“რაც უფრო მეტად არის ვირუსი გავრცელებული, მით მეტია იმის შანსი, რომ ახალი შტამები წარმოიშვას. ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი მიზანი ისიც არის, რომ შევაჩეროთ ახალი შტამების წარმოქმნის პროცესი. მაგრამ რადგან უკვე გავრცელებულია ეს შტამები, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, არ გავრცელდეს. ახალი შტამები ზოგიერთი სულაც არ არის საშიში, შესაძლოა, უფრო ნაკლებად საშიშიც კი იყოს, ვიდრე მიმდინარე შტამი იმიტომ, რომ ვირუსი ცდილობს, ამით გადარჩეს და შეეგუოს ადამიანებთან თანაცხოვრებას”, – აცხადებს ეპიდემიოლოგი.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები