გიორგი გახარია: ხვალ რომ მოვიდე იმავე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს
“ხვალ რომ მოვიდე იმავე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, პარლამენტში შეჭრისთვის შტურმი იყო ორგანიზებული.
“ხვალ რომ მოვიდე იმავე თანამდებობაზე, ისევ დავიცავ სახელმწიფო ინსტიტუტებს. ჩემთვის პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს არ არის მხოლოდ ძალადობის აქტი, ეს არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური აქტი. იქ იყო ორგანიზებული შტურმი პარლამენტში შეჭრისთვის”, – აღნიშნა გახარიამ.