გიორგი გახარია პოლიციაზე – „მათთან ერთად ქვეყნის მსახურებაში მათთან ერთად გატარებული ყველა დღე ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი”

გიორგი გახარიამ პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა:

„ხშირად ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც ამ წუთებში ტელევიზიების წარმომადგენლებს ხვდება.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გახარიამ შეხვედრა პოლიციელებისთვის პროფესიული დღის მილოცვით დაიწყო.

„დღეს პოლიციის დღეა და მინდა, თითოეულ პოლიციელს ყველას მივულოცო ეს დღე. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მათთან ერთად გატარებული თითოეული დღე ქვეყნის მსახურებასა და სახელმწიფოს მსახურებაში ჩემთვის იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და პატივსაცემი.
მინდა ვთქვა ისიც, რომ ხშირად ჩვენ ვერ ვაფასებთ შესაბამისად იმ ღვაწლს, რომელსაც ეს ადამიანები ყოველდღიურად ჩადიან ქვეყნისთვის. უნდა გვესმოდეს, რომ მათზე დგას ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი სიმშვიდე. მინდა მათ წარმატებები ჯანმრთელობა და მშვიდობა სიმშვიდე და ჯანმრთელობა ვუსურვო და მინდა, ყველა საჯარო მოხელეს ვუსურვო წარმატებები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები