ვაჭრობა მე-19 საუკუნის თბილისში
ამიერკავკასიაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებამ მე-19 საუკუნის თბილისი რეგიონის მთავარ საფინანსო ცენტრად აქცია. ვაჭრობის განვითარების საერთო დონით, თბილისი რუსეთის იმპერიის ქალაქებს შორის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში მე-4 ადგილს იკავებდა. ამ დროისათვის, თბილისის საგარეო ვაჭრობის საერთო მოცულობა 9 500 000 მანეთს აჭარბებდა. ამიერკავკასიაში შემოტანილი 8 741 000 მანეთის საქონლიდან მესამედი თბილისის ქარვასლებზე მოდიოდა, ხოლო 1 006 000 მანეთის საექსპორტო საქონლის ნახევარი იმავე ქარვასლების მეშვეობით გაიზიდებოდა.
1862 წელს თბილისის მცხოვრებთა შორის 3 ათასზე ( მოსახლეობის 3%) მეტი ვაჭარი იყო, აქედან 122 მათგანის ფულადი კაპიტალი 1 988 000 მანეთს აჭარბებდა. ამ დროისათვის თბილისში 2 400 სავაჭრო ქსელი და 14 ქარვასლა ფუნქციონირებდა.
თბილისის მოსახლეობა წლიურად, დაახლოებით, 5,5 მილიონი მანეთის სურსათ – სანოვაგეს მოიხმარდა. საგულისხმოა, რომ თბილისის შიდასაქალაქო ვაჭრობის მოცულობა 8 251 000 მანეთს აღემატებოდა. საერთო საქონელბრუნვამ მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში 45 მილიონ მანეთს მიაღწია.