ანა ნაცვლიშვილი: გახარია არის “ქართული ოცნება” 2, თავისი არსითა და მომავლით

“გიორგი გახარია არის „ქართული ოცნება 2“, თავისი არსით, გეგმით, წარსულითა და მომავლით”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა-არკრიტიკა არაა იმის მანიშნებელი, რომ გახარია რეალურად სხვაა, ვიდრე ,,ქართული ოცნება”.

„როდის ატყუებდა ქართველ ამომრჩეველს, როცა „ქართული ოცნების“ დროშის ქვეშ ასპარეზობდა და არწმუნებდა საზოგადოებას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი არჩევანი თუ ახლა ატყუებს, როცა ვითომ მათ გაემიჯნა, დაგმო და თვალი აეხილა იმ პრობლემებზე, რომელთა შემოქმედიც დიდწილად თავად არის, როგორც „ქართული ოცნების“ ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი.

არ მგონია, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა-არკრიტიკა იყოს იმის მანიშნებელი, რომ გახარია რეალურად არ არის სხვა, ვიდრე „ქართული ოცნება“. ის არის „ქართული ოცნება 2“ თავისი არსით, გეგმით, წარსულითა და მომავლით“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები