ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამოხვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იწვევს

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ „ნამოხვანჰესის“ პროცესის მონაწილე მხარეებს პარლამენტში იწვევს.

ფრაქციის წევრის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მათი პოზიციაა, რომ „ნამოხვანჰესი“ უნდა აშენდეს, თუმცა, არა – დაპირისპირებისა და ბარიკადების ფონზე.

“ქვეყანაში მიდის ცხარე დისკუსია,  აშენდეს თუ არა “ნამოხვანჰესი”. ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” და პარტია “ლელოს” პოზიციაა, რომ დიახ, უნდა აშენდეს მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება დღეს, არა ბარიკადების ფონზე, არა ძალადობის და დაპირისპირების ფონზე, არამედ, უნდა აშენდეს იმ მდგომარეობაში, როცა ეს ადამიანზე, მის კეთილდღეობაზე, იმ გარემოზე იქნება ორიენტირებული და ეს პროექტი იქნება განხორციელებული საერთაშორისო ძალიან მაღალი სტანდარტით

საქართველოში ათეულობით, 80-ზე მეტი ენერგო, ჰიდრო თუ მსგავსი სხვა პროექტები არ განხორციელებულა, რომლის უკანაც დგას მილიარდობით საინვესტიციო თანხა, მიუთითებს იმაზე, რომ “ქართული ოცნება” საერთოდ ვერ მართავს პროცესებს, ვერც ეკონომიკურ პოლიტიკას და განსაკუთრებით ენერგო პოლიტიკას. საუბარი იმაზე, რომ ნამოხვანჰესი იქნება ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, შეიძლება საპირისპირო მივიღოთ, თუ ეს პოლიტიკა, რომელსაც “ქართული ოცნება” ადგას, გაგრძელდება.

ჩვენი მოწოდებაა, რომ ყველა მხარე მოვიდეს პარლამენტში, ჩვენი ფრაქცია მათ იწვევს, რათა ყოველგვარი ემოციების გარეშე, მაღალპროფესიულ დონეზე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით გავცეთ ყველა კითხვას პასუხი”, – აცხადებს ხაზარაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები