ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უფრო თუ გაუმჯობესდა, რესტორნებისთვის დაშვებული იქნება სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია უფრო თუ გაუმჯობესდა, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ რესტორნებისთვუს დაშვებული იქნება სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც.
„აუცილებელია სერიოზული მონიტორინგი თავშეყრებზე, მხედველობაში მაქვს ყველანაირი თავშეყრა, განსაკუთრებით – სასიხარულო თუ ჭირის სუფრები.
ამავე დროს, შემსუბუქების მეორე მიმართულება შეეხო შაბათ-კვირას. დაშვებული იქნა მაისიდან ზაფხულის განმავლობაში ღია სივრცეებში რესტორნების მუშაობა. ეპიდსიტუაცია უფრო თუ გაუმჯობესდა, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ დაშვებული იქნება სტუმრების მიღება დახურულ სივრცეებშიც. ტურისტული სეზონია, აქტიურად ჩამოდიან ტურისტები საქართველოში. სასურველია, რეკომენდაციების დაცვის ფონზე, თანდათანობით შემსუბუქებები იყოს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მიმდინარე კვირიდან კვების ობიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას მხოლოდ ღია სივრცეში მიიღონ.