გურამ მაჭარაშვილი – დმანისის ინციდენტზე: იმედი გვაქვს, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ ამ საზოგადოების დამშვიდებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი დმანისში მცხოვრებ ადამიანებს ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეკავებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ისეთი პრობლემა არ არსებობს, რომელიც არ შეიძლება, შეთანხმებით არ დასრულდეს.

„ადგილობრივებს მოვუწოდებ, მაქსიმალურად თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან. ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის მასშტაბები არ უნდა გაიზარდოს. იმედი გვაქვს, შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ ამ საზოგადოების დამშვიდებას. ისეთი პრობლემა არ არსებობს, რომელიც არ შეიძლება, შეთანხმებით არ დასრულდეს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დმანისში, სადაც გუშინ ერთ-ერთ მაღაზიასთან ინციდენტი მოხდა, დაპირისპირებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები