ირაკლი ღარიბაშვილი: ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება
“ვაქცინებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვმუშაობთ მწარმოებლებთან”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში არავითარი შეფერხება არ იქნება.
„ვაქცინებთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ ეფექტიან და წარმატებულ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ვმუშაობთ მწარმოებლებთან. ერთი არის კოვაქსის პლატფორმა, საიდანაც ჩვენ ვაქცინების მიღება დავიწყეთ, მეორეა უშუალოდ მწარმოებლებისგან მიღებული ვაქცინები. ივნისი-ივლისის თვეებში ჩვენ დაახლოებით მილიონ დოზაზე გვაქვს მოლაპარაკება. მეც უშუალოდ ჩართული ვარ. „ფაიზერის“ პრეზიდენტთან მქონდა არაერთი სატელეფონო ზარი. გვაქვს მოლაპარაკება ჩინური „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ქარხნებთან დამატებითი დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით. ასევე, „მოდერნასა“ და „ნოვავაქსის“ ახალი ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ასე რომ, ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და არ იქნება არავითარი შეფერხება ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.