საქართველოს იუსტიციის მინისტრი ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი – პაატა სალია, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს, იტამარ ბენ-გვირს შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე – ლაშა მაღრაძე, მოადგილე – ბექა ძამაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი – გიორგი პატარიძე და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციის წევრები.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. იუსტიციის მინისტრმა ისრაელის მხარეს სამინისტროს ძირითადი პრიორიტეტები გააცნო; ხაზი გაესვა ქართულ პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით დანერგილი პროგრამების მნიშვნელობას.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს დელეგაციამ გლდანის N8 პენიტენციური დაწესებულება მოინახულა, სადაც ადგილზე გაეცნო დაწესებულების ინფრასტრუქტურას და სისტემის მართვის სტანდარტებს.