გორდულაძე: საზოგადოებას ხომ არ დაავიწყდა, რომ გახარიელებს „ლელოელები“ თვალთხარიას ეძახდნენ
„საზოგადოებას ხომ არ დაავიწყდა, რომ გახარიელებს „ლელოელები“ თვალთხარიას ეძახდნენ, „ლელოელებს“ გახარიელები – თაღლითებს და ამის მერე ერთმანეთს ხელი ჩაჰკიდეს და პოლიტიკური ქორწინებაც შედგა, იმიტომ რომ, ეს იყო დავალება,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ახლა მიიღეს დავალება, სცადონ, რომ როგორმე საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, მოატყუონ და დააჯერონ, რომ ისინი „ნაცები“ არ არიან. „ნაცობა“ არ ნიშნავს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრობას, „ნაცობა“ ეს არის ხელის მოწერა სამშობლოს ღალატზე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატები წარადგინეს.