სოფიო ჭყოიძე: საკმაოდ დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პრემიერისგან; ვისაუბრეთ, თუ რა ნაწილში შეგვიძლია ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი აკავშირებს

“საკმაოდ დიდი და დადებითი უკუკავშირი მივიღეთ პრემიერმინისტრისგან და ვისაუბრეთ ყველა იმ განვლილ გზაზე, რაც „პულსარმა” გაიარა და იმ ეტაპზე, რაზეც ახლა ვართ”, – ამის შესახებ Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა და საოპერაციო დირექტორმა, სოფიო ჭყოიძემ საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სოფიო ჭყოიძის თქმით, პრემიერმინისტრთან შეხვედრისას საუბარი შეეხო, ზოგადად, „პულსარსა” და იმ გზას, რაც აღნიშნულმა ქართულმა სტარტაპმა გაიარა.

„ასევე, ვისაუბრეთ, ჩვენი მხრიდან სამოქმედო გეგმა რა იქნებოდა და, შესაბამისად, რა ნაწილში შეგვიძლია, ჩავერთოთ, რომ განვავითაროთ ის ეკოსისტემა, რასაც ახლა სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთმანეთთან აკავშირებს”, – განაცხადა Pulsar AI-ის თანადამფუძნებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები