ამირან გამყრელიძე: მოდის ზაფხული, თბილი ამინდები, მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და, ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება

“მოდის ზაფხული, თბილი ამინდები, მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და, ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია შექმნილი.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია, რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და, ალბათ, უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები