ამირან გამყრელიძე: თუ ისევ იქნება 1 500 -1 600 შემთხვევა, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა – თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი დიდი თავყრილობებია.
„სამწუხაროდ, ჩვენ მესამე ტალღის დასაწყისში აგვიფეთქა მდგომარეობა იგივე დიდმა შეკრებებმა, საბედნიერო თუ სხვა მიზეზებით. როგორმე თავი შევიკავოთ ამისგან, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამაძლიერებელი ეპიდემიის გავრცელების. დღევანდელი მონაცემი სამშაბათის სინდრომია. ეს არის შაბათ-კვირას ინფიცირებულების რიცხვი და რეგისტრირდება მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ხვალ, ზეგ როგორი მდგომარეობა იქნება. თუ ისევ იქნება 1 500 -1 600, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.