ამირან გამყრელიძე: პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა

“პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინაციის გარეშე ეპიდემია არ დასრულდება.

„აცრის გარეშე ეპიდემია ჩვენთან არ დასრულდება. ამიტომ, წელს ქვეყანაში ეს უნდა იქცეს საერთო სახალხო მოძრაობად. ამაზე დიდი პრიორიტეტი არ უნდა იყოს. ვაქცინაცია დაასრულებს იმას, რომ აღარ დაგვეღუპებიან ადამიანები. პირდაპირ მშურს ისრაელის, რომელმაც ამ სამი დღის წინ გამოაცხადა, რომ 10 თვის განმავლობაში პირველი დღე ჰქონდათ, როცა ისრაელში კოვიდით ადამიანი არ გარდაცვლილა. ძალიან მინდა მეც, რომ საქართველოში დადგეს დღე, როდესაც კოვიდით ადამიანი აღარ დაგვეღუპება. ამას გააკეთებს მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია და პრევენციული ღონისძიებების დაცვა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები