ადვოკატი მიხეილ რამიშვილი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.
ამის შესახებ რამიშვილი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ მერობის არჩევნებში მონაწილეობას როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე მიიღებს.
“გადავწყვიტე, თბილისის მერობის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობა მივიღო”, – წერს მიხეილ რამიშვილი.