ამირან გამყრელიძე: თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება
“თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება.
„დღეს ქვეყნისა და მთლიანად საზოგადობის ნომერ პირველი ამოცანა მასობრივი ვაქცინაციაა. ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მასობრივ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დასრულება. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ და გთხოვთ, აქტიურად მიმართეთ ამცრელ პუნქტებს. დღეს ქვეყანაში ვაქცინაცია წარმოებს 2 ვაქცინით: „ფაიზერითა“ და „ასტრაზენეკათი“. 4 მაისიდან მას დაემატება „სინოფარმი“. თანდათან ვაქცინების მარაგი ქვეყანაში სულ უფრო და უფრო შეივსება და ის თითოეული მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.