ანკარა ვაშინგტონს სომეხთა გენოციდის შესაძლო აღიარებასთან დაკავშირებით აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ თუ აშშ სომეხთან გენოციდს აღიარებს, აღნიშნული ვაშინგტონისა და ანკარას ურთიერთობას სერიოზული საფრთხის წინაშე დააყენებს.

ერდოღანის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ აშშ-მა უნდა გააკეთოს არჩევანი – თურქეთის სახით რეალურ მოკავშირესა და გამოგონილ ისტორიას შორის.

“სომეხთა გამოგონილი გენოციდის” აღიარებით, აშშ თურქეთის სახით მნიშვნელოვან მოკავშირეს დაკარგავს. აღნიშნული ასევე ზიანს მიაყენებს ორი ქვეყნის ურთიერთობას”, – აღნიშნეს ადმინისტრაციაში.

ასევე თქვეს, რომ თურქეთი, როგორც ადრე, მზად არის, 1915 წლის მოვლენების გამოსაძიებლად არქივები გახსნას.

“თურქეთის ისტორიაში არ ყოფილა არავითარი ეგრეთ წოდებული სომეხთა გენოციდი. თურქეთის მიმართ სომხური ლობის მსგავსი პრეტენზიები უსაფუძვლოა”, – განმარტეს ადმინისტრაციაში.

Wall Street Journal-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენმა 24 აპრილს შესაძლოა, სომეხთა გენოციდი აღიაროს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები