გურამ მაჭარაშვილი: ჯერ „ქართული ოცნებისთვის” კონკურენცია არ არსებობს, ჩვენს გუნდში არანაირი დაბნეულობა არ არის

‘ჯერ „ქართული ოცნებისთვის” კონკურენცია არ არსებობს, ჩვენს გუნდში არანაირი დაბნეულობა არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, თუმცა, ეს ჩვეულებრივი პროცესია.

,, საზოგადოება ძალიან გაზრდილია და მან ძალიან კარგად იცის, მხარი ვის უნდა დაუჭიროს, რომ ხელისუფლებაში დატოვოს და ოპოზიციაში აირჩიოს. ჯერ „ქართული ოცნებისთვის” კონკურენცია არ არსებობს. ჩვენს გუნდში არანაირი დაბნეულობა არ არის. სასურველი არ არის, გუნდი წევრებმა დატოვონ, მაგრამ ეს არ არის არაბუნებრივი, ეს ჩვეულებრივი პროცესია – პარტია შეიძლება, დატოვონ წევრებმა. იცით, რომ ახალი წევრები, ძალიან ბევრი შემოუერთდა პარტიას. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები